Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

‘’კავკასიური სახლი’’ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისთვის ‘’კონფლიქტ-სენსიტიური გაშუქება ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის’’

''კავკასიური სახლი'' International Alert-თან და USAID Georgia-სთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ''კონფლიქტ-სენსიტიური გაშუქება ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის''

 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის საფუძვლიან ანალიზს, სამშვიდობო და ნდობის აღდგენის პროცესებში ჟურნალისტიკის როლის გააზრებასა და კონფლიქტში ჩართული მხარეების ინტერესების იდენტიფიცირებას. 

 

მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ექსპერტები და ჟურნალისტები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას საქართველოს კონფლიქტების წარმოშობის ისტორიაზე, საზოგადოებაში არსებულ ნარატივებზე, კონფლიქტის ტრანსფორმაციის პერსპექტივებსა და კონფლიქტების გაშუქების თავიანთ გამოცდილებაზე.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონფლიქტებითა და სამშვიდობო პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 23 ოქტომბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

 

შეხვედრები ჩატარდება 2022 წლის 28 ოქტომბრიდან 9 დეკემბრამდე, კვირაში ერთხელ. 

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო ენა: ქართული

 

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: info@conflictreporting.org    

 

შეხვედრები იმართება "კავკასიური სახლისა" და International Alert-ის პროექტის "ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID- ის მიერ.